დღეს ვისწავლეთ ბლოგის კედლების ფერის, თემის შეცვლა, დრაივში ინფორმაციისთვის მისამართის მინიჭება და ბლოგში საქაღალდის მიბმა, გაჯეტების დამატება.
ცხრადღიანი ტრენინგი ფრიად საინტერესო იყო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც პროექტის შექმნა, ისე ტექნოლოგიების გამოყენება პროექტის შექმნის დროს. ძალიან მომეწონა ღრუბლები, რომელშიც უკვე ვინახავ ბევრ ინფორმაციას. საკმაოდ მოსახერხებელია ღრუბლებში მუშაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტრენინგზე პროექტის დაგეგმვა იყო აქტივობებითა და სტრატეგიებით, რომელთაც აქტიურად გამოვიყენებ გაკვეთილებზეც.
ტრენინგი ძალიან მომეწონა, დასრულება არ მინდოდა. ჯგუფი ძალიან დაინტერესებული, ჭკვიანი და შრომისმოყვარე მასწავლებლებისგან შედგებოდა. სასიამოვნო იყო მათთან ერთად მუშაობა. ეფექტური და პროდუქტიული სამუშაო გავწიეთ. ამ ყველაფერში დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს ტრენერს, ხათუნა ციხელაშვილს,რომელმაც შესანიშნავად, ყველასთვის გასაგები ენითა და მეთოდებით აგვიხსნა და შეგვასწავლა პროექტის შექმნა. მადლობა მას ამისთვის.

No comments:
Post a Comment