Friday, June 30, 2017

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საინტერესო ინფორმაციით დატვირთული იყო. გავიხსენეთ წინა დგის მასალა, განვიხილეთ საპროექტო იდეები, შევქმენით პროექტის პორტფოლიო, ავტვირთეთ პროექტის შაბლონი, გავეცანით პუბლიკაციებს და მათ დანიშნულებას. ძალიან მომეწონა ჩეკლისტი და  ბუკლეტის ნიმუში, რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის შექმნისას.

Saturday, June 24, 2017

პირველი დღე

      ჩემთვის ყოველი ტრენინგი ახალი ინფორმაციის, ახალი  ცოდნის მიღების საშუალებაა, რასაც ხელიდან არ ვუშვებ. დღევანდელი ტრენინგიც საინტერესო სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა, შესანიშნავი ტრენერობა გაგვიწია ხათუნა ციხელაშვილმა, რომელმაც მოტივაციის ამაღლების შემდეგ გაგვაცნო სახელმძღვანელო და სახელმძღვანელოს ნავიგაცია, პროექტის შაბლონი და " 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები", შევქმენით ინტელის ბლოგი. ვისაუბრეთ განსახილველი საკითხის შესახებ, გავეცანით უკვე შექმნილ პროექტებს და გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები.
        პროექტებით სწავლების  კურსის პირველი გაკვეთილი ფრიად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, შემდეგი გაკვეთილებიც ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იქნება.

მეცხრე დღე

    დღეს ვისწავლეთ ბლოგის კედლების ფერის, თემის შეცვლა, დრაივში ინფორმაციისთვის მისამართის მინიჭება და ბლოგში საქაღალდის მიბმა, გაჯეტების დ...