Tuesday, July 18, 2017

მეცხრე დღე

    დღეს ვისწავლეთ ბლოგის კედლების ფერის, თემის შეცვლა, დრაივში ინფორმაციისთვის მისამართის მინიჭება და ბლოგში საქაღალდის მიბმა, გაჯეტების დამატება.
    ცხრადღიანი ტრენინგი ფრიად საინტერესო იყო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც პროექტის შექმნა, ისე ტექნოლოგიების გამოყენება პროექტის შექმნის დროს.  ძალიან მომეწონა  ღრუბლები, რომელშიც უკვე ვინახავ ბევრ ინფორმაციას. საკმაოდ მოსახერხებელია ღრუბლებში მუშაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი  ამ ტრენინგზე პროექტის დაგეგმვა იყო აქტივობებითა და სტრატეგიებით, რომელთაც აქტიურად გამოვიყენებ გაკვეთილებზეც.
    ტრენინგი ძალიან მომეწონა, დასრულება არ მინდოდა.  ჯგუფი ძალიან დაინტერესებული, ჭკვიანი და შრომისმოყვარე მასწავლებლებისგან შედგებოდა. სასიამოვნო იყო მათთან ერთად მუშაობა. ეფექტური და პროდუქტიული სამუშაო გავწიეთ. ამ ყველაფერში დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს ტრენერს, ხათუნა ციხელაშვილს,რომელმაც შესანიშნავად, ყველასთვის გასაგები ენითა და მეთოდებით  აგვიხსნა და შეგვასწავლა პროექტის შექმნა. მადლობა მას ამისთვის.

Sunday, July 16, 2017

მერვე დღე

დღევანდელი სამუშაოც საინტერესო იყო. შევავსეთ პროექტის გეგმა, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და დავწერეთ შესაბამისი აქტივობები.

მეშვიდე დღე

გავითვალისწინეთ უკვე შესრულებული სამუშაოები წინა შეხვედრებზე შესრულებული და დავწერეთ პროექტის აქტივობები.  საინტერესო იყო ის მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც გამოვიყენეთ პროექტის დასაგეგმად. ამ მეთოდებს საგაკვეთილო პროცესშიც გამოვიყენებ აქტიურად.

Friday, July 14, 2017

მეექვსე დღე

როგორც ყოველთვის, გავიხსენეთ წინა დღის მასალა. დავწერეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის. შევქმენით მოსწავლის   სავარაუდო ნაშრომი. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. მივიღეთ საშინაო დავალება. მეექვსე დღეც საინტერესო და ახალი ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა.

Saturday, July 8, 2017

მეხუთე დღე

ყოველ ტრენინგზე ვგრძნობ, რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვან სამუშაოს შევეჭიდეთ, ყოველ დღე ახალი ინფორმაციის მიღება მეტ სიამოვნებასა და პასუხისმგებლობას მანიჭებს. წინა მასალის გახსენება მიადვილებს ახლის გაგებას, დღეს შევისწავლეთ შეფასების სტრატეგიები, მათი მეთოდები და ინსტრუმენტები. ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები და ჩავწერეთ შეფასების დროის ჩარჩოში. მომეწონა შეფასების ფორმები, რომლებსაც გამოვიყენებ არა მარტო ჩემი პროექტის, არამედ გაკვეთილის შეფასების ინსტრუმენტებადაც.

Sunday, July 2, 2017

მეოთხე დღე

უფრო საინტერესო ხდება მუშაობა, როცა მეტ ინფორმაციას ფლობ. მოვიძიეთ პროექტის თემის შესაბამისი კრიტერიუმები და ინდიკატორები. ინდიკატორებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ მიზნები. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს, მაგალითებს. მოვიფიქრეთ ჩვენი თემისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები, ჩავწერეთ გეგმაში და გავაზიარეთ შემდგომი კომენტარებისთვის. ფრიად ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ძალიან მომწონს ტრენინგიც და ტრენერიც.

Saturday, July 1, 2017

მესამე დღე

გავიხსენეთ მეორე დღეს შესწავლილი მასალა, გავეცანით მიმდინარე ტრენინგის მიზნებს, განვიხილეთ საშინაო დავალება, რომელიც შემდეგ გადმოვიტანეთელექტრონულ ფორმატში და შევქმენით საპროექტო ბუკლეტი. ვისაუბრეთ სტანდარტებსა და ინდიკატორებზე და მათ მნიშვნელობაზე, განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები.  საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის თემასთან დაკავშირებული სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევა. ტრენინგი საინტერესო და მრავალი სასარგებლო ინფორმაციის მომცემი იყო. 

მეცხრე დღე

    დღეს ვისწავლეთ ბლოგის კედლების ფერის, თემის შეცვლა, დრაივში ინფორმაციისთვის მისამართის მინიჭება და ბლოგში საქაღალდის მიბმა, გაჯეტების დ...